მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 3102 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ჯენტლმენური შეთანხმება, საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული შეთანხმების, ან ხელშეკრულების  ფორმაა, რომელიც მიიღწევა სიტყვიერი შეთანხმებით.

საერთაშორისო სამართალში არ არის შეთანხმებების ხელმოწერის ვალდებულება და ჯენტლმენურ შეთანხმებას შეიძლება გააჩნდეს იგივე იურიდიული ძალა, რაც ქაღალდზე დაფიქსირებულს.

თავად ხასიათის მიხედვით, ჯენტლმენური შეთანხმება, ჩვეულებრივ ეხება პრიციპული მნიშვნელობის კონკრეტულ 1-2 საკითხს.

ხელშეკრულების დადების დროს, ჯენტლმენური შეთანხმების მიღწევის ძირითად პირობას წარმოადგენს ის, რომ წარმომადგენელი მხარეები ფლობდნენ უპირობო, აუცილებელ უფლებლებამოსილებებს.

მიღწეული ჯენტლმენური შეთანხმებები, შემდგომში შეიძლება ასახული იყოს მოლაპარაკების შედეგების მიხედვით შედგენილ ერთობლივ კომუნიკეში, ან მხარეების მიერ ბეჭდური საშუალებებისთვის გადაცემულ შეტყობინებებში (ზოგჯერ ეს არის ერთობლივი ცნობა რომელიც შეთანხმებულია ერთობლივად, ორივე მხარის მიერ).

ჯენტლმენური შეთანხმების გვერდის ავლა განიხილება, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ნორმების სერიოზული დარღვევა, რამაც შესაძლოა მკვეთრი ზიანი მიაყენოს მხარეების მიერ ურთიერთ ნდობას.

უმრავლეს შემთხვევაში, ჯენტლმენური შეთანხმებების დადება ხდება მხარეებს შორის დადებული უფრო კონკრეტული და ღრმად დამუშავებული დოკუმენტების (შეთანხმებები, ხელშეკრულებები, პროტოკოლები) შემდგომ.

ჯენტლმენური შეთანხმებების პრაქტიკამ, ფართო გავრცელება ჰპოვა ბიზნესის სამყაროშიც. ასეთი შეთანხმებების განუხრელი შესრულება მომლაპარაკებელი მხარეების ღირსების საკითხს წარმოადგენს.

მთელ რიგ ქვეყნებში, სიტყვიერი შეთანხმების დარღვევა, ითვალისწინებს ისეთივე პასუხისმგებლობას, როგორსაც წერილობითი ხელშეკრულების დარღვევა. ამასთან, რა თქმა უნდა დგება საკითხი ჯენტლმენური შეთანხმების არსებობის დადასტურება-დამტკიცებისა, თუმცა დამრღვევის საქმიანი რეპუტაციის შელახვა გარდაუვალია.

განსაკუთრებით მკაცრად ასეთი შეთანხმებების დადება და დაცვა ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში და სხვა ევროპულ სახელმწიფოებში. ამავდროულად, აღმაოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების საქმიან პრაქტიკაში უმჯობესია ხელშეკრულების დოკუმენტური დადასტურება და უპირატესად ასეც ხდება ხოლმე.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ