მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1795 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

წუხს მაგიდაზე დარდი-ბარათი -

შუბლის ღარებით სავსე და ჩუმი

ძლივჩამოღწეულს ძველმისამართით -

ასდის ქინძის და ომბალოს სუნი.


ღამეა, დედი, ბჟუტავს სანათი,

სიზმრის კვირტები უსკდება თბილისს.

შიმშილს მინაყრებს შენი ბარათი -

შენი ჩაკრული მჭადივით თბილი.


ვხედავ: ჩაგიდგამს ცეცხლში ქოთანი,

ძლივს ერთი წველა ამოგყავს ყველი,

მამას აღონებს მწირი ბეღელი...

კვამლი ისლიდან პირველ თოვლს წველის.


მამაც კვამლივით ეკიდა გუთანს, -

მიწას ლოცავდა მარცვლიან პეშვით.

მე სიყვარულის პირველი გუნდა...

გაუსროლელი შემომრჩა ხელში.


მწერ: "ჩამო, შვილო, თოვლი გაკვალე,

დაგენაყები წამლად მშობელი;

სიზმრისახდენის შიშით ვკანკალებ...

დაცარიელდა ჩემთვის სოფელი.


ჩამოდი… მრავალს შეიტყობ ამბავს,

აქაც ბევრია გასახედავი,

აქაც მოასწრებ მაგ ლექსის ჯღაბნას,

ან წამაკითხა… რას წერ, ნეტავი!..


ის ცირა მაინც არ გეცოდება? -

ამოუმტრედდა, ბიჭო, ჩიტები...

ბედს ნახავს... მამა რომ მიცხონდება,

ჰოდა, იკვნიტე მემრე თითები!..


მეტს არ შეგიწყენ, შვილო, წერილით,

ხელსაპონივით ვდნები ლოდინით...

ჯულბაც აღარ ჰყეფს, წევს მოწყენილი

და მამაშენსაც მხარს ხრავს ლოგინი.


წერს და არავის პწკარს არ უკითხავს,

შენ გელოდება, ვხვდები წინასწარ;

ერთ საწყალ კალამს თუ მოუკითხავ...

გადმოათეთრებს ნაციმბირალსაც.


ხომ იცი, როგორ მოსდგამს ლექსები,

(ამ ბოლოს... სმა და ბოდვაც დასჩემდა);

ვეჭვობ, მანდ ესხდეთ უკეთესები -

სულშებეჭილი ჭალის ლარჭემთან...


ჩამოდი, კიდევ ერთხელ ჩამოდი!

ნუ შემატოვებ სიზმრის ყვავ-ყორნებს;

წელს ნუ მოიწყვეტ მჩატე ჩემოდნით,

ნურც ხელს ნურაფერს გამოაყოლებ"...


ჩამოვალ, დედი, და დარდს გადაგშლი,

გაიჭრიალებს ჩვენი ჭიშკარიც

და სტიპენდიით ნაყიდ კაბაში

გამომიქვითე ყველა სიზმარი!..


ჩამოვალ, დავთმობ ფიქრს ნაწანწალევს,

ცოცხალ პასუხად მოვალ - იმ თვეში,

ოღონდ ეს ერთი ლექსიც მაცალე,

სულის კვამლი და გულის ნუგეში!..


ოღონდ, ნუ მყვედრი, ბჟუტავს სანათი.

სიზმრის კვირტების ფაჩუნი მესმის.

თვლემს მაგიდაზე შენი ბარათი

და კალმისწვერზე ილევა ლექსი...

 

ლექსები დედაზე  • • •  პოეზია - ლაშა გახარია  • • •   ლაშა გახარიას პოეზია
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ