მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 701 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ცოტაც და ერთად ვიქნებით დედა...

გიამბობ დაღლილს სევდიან ამბებს,

როგორ შემყარა ცხოვრებამ ბნედა,

როგორ მასმევდნენ საძილე აბებს.

მეყო უშენოდ და შენს გარეშე,

რაც ვიწანწალე ტყეში და ღრეში,

და რომ ჩამაკვდა წუთისოფელი

მოწყალებისთვის გაშვერილ ხელში.

სული ვერაფრით მივყიდე ეშმაკს,

თუმცა შიში და კრძალვა დამჩემდა,

ვიცოდი ბოლოს ღვთის მოწყალება

და შენი ლოცვა გადამარჩენდა.

ვიყავ მსახური კაცის და ღმერთის,

ცრემლები ჩემი ტკივილებს რწყავდა

და ვაგროვებდი სურვილებს შენთვის,

ოდესმე ისევ გნახავდი, მწამდა.

შენი სამარე სახლია ჩემთვის

და გული შენი, თბილი ბუხარი,

მოუთმენლობის ამარა ვრჩები,

მოუთმენლობის გამო მწუხარი.

უშენოდ თითქოს კერა გაცივდა,

თითქოს ბავშვობაც უცებ დაბერდა,

რას ვიფიქრებდი დრო თუ გამცვლიდა

და უგულობას გადამადებდა.

რას ვიფიქრებდი თუ შენს სიყვარულს

და მონატრებას ვიმარხულებდი,

რას ვიპიქრებდი ჩაგივლიდი და,

ათასში ერთხელ გინახულებდი.

ვერ გამოვდექი შენს ჭირისუფლად,

და ერთგულების ერთგულ მსახურად,

ვერ ვუთანაგრძნე, ვინც გვერდით დგომა

და სიყვარული დაიმსახურა.

ძნელი ყოფილა კაცობის ტვირთი,

შეუცდომლად და უხმოდ ატარო,

ჩემს უნებლიე შეცდომებს ვითვლი,

იქნებ ოდესმე დროს გავატანო.

მე ისევ ბავშვად დავრჩი ბოლომდე,

ისევ ფრთებს ვნატრობ, თუმცა დავრწმუნდი

პოეტი ცაში უნდა ცხოვრობდეს,

თუმცა მიწასაც ვამჩნევ, არ ვძულდი.

მოუქარგიათ საფლავი შენი

მაჩიტელებს და მწვანე ბალახებს,

გადაუფარავთ სიმწვანით მკერდი,

ჩემი ცრემლები არ დაგანახეს.

მოვალ ერთხელაც რომ შენთან დავრჩე,

მომყვება უხმოდ ჩემი ამალა,

დროს მდუმარებას და სიკვდილს ვაჩვევ

და ცრემლს, რომელიც დრომ გადამალა.


ლექსები დედაზე  • • •   პოეზია - თეიმურაზ ლანჩავა  • • •   თეიმურაზ ლანჩავას პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ