|
ვეღარ მიფარავ, მიფარავდი როგორც ოდესღაც (ო, როგორ მინდა, ყოვლისშემძლედ კვლავაც გიხილო!), ახლა მე დღისით გმირობანას თამაშს ვუნდები და ღამეს ვუცდი, რომ ბავშვივით მწარედ ვიტირო.
უნდა გავუძლო... გამოსავალს ვერსაით ვხედავ... უკვე დიდი ვარ, სამწუხაროდ, უკვე დიდი ვარ და ძველებურად ვეღარ ვამბობ: მიშველე, დედა! |
















