|
გათეთრდა შენი შავი კაბა საოცრად დედი, სხვები იტყოდნენ რეცხვისგანო, მე - ვამბობ დარდით. გეუბნებიან ნაცნობები - "გიცანი კაბით", - "როგორ ხართ სახლში"? იღიმები - სად არის შვილი?.. გპირდები დილით, ავდგები და ვილოცებ სისხამ. ეს დაპირება ახლა შენთვის ყველაფერს ნიშნავს და მეც გპირდები, ყოველ დილით ისევ და ისევ გავიმეორებ შენს საყვარელ ფრაზებს და სიტყვებს. მაგრამ შენ იცი დილის ძილი შენს შვილს რომ უყვარს და "დედის ლოცვას" ჩასჩურჩულებ მძინარეს ყურთან.
* * * * * * *
სხვები იტყოდნენ რეცხვისგანო, მე ვამბობ დარდით. |
















