მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 7254 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

გარეთ ცივა, ქრის ქარი

მთვარე ვახშმობს მუხებში;

დახშულია ჭიშკარი

ადევს კლიტე უხეში.


დედაბერი მიმჯდარა,

ბუხრის ახლოს კუთხეში.

თვალში ცრემლი დამშრალა,

მოხუცს ვინ სცეს ნუგეში?


ჩასთვლემს ისევ იღვიძებს,

ღამეს თეთრად ათენებს,

გულისყური ერთზე აქვს

მის გულს ერთი ამრთელებს...


მუხლი მაინც უჭრიდეს,

ხალხს შეძრავდა ომით ის,

აღარ ძალუძს საბრალოს,

შავ ძაძებში დრო მიდის.


ლოდინი და იმედი,

ხვალაც ღამე ლოდინის!

მას ბურანში მოესმის:

- დედი, გახსენ ჭიშკარი!


შენი შვილი დაბრუნდა,

დედისერთა ვაჟიკა..

უვნებელი მაგარი,

როგორც სალი კაჟის ქვა.


გახსენ დედა კარი, უ!..

შენ შვილს გარეთ რა უნდა,

ეს ხომ მე ვარ, არ გესმის?!

შენი შვილი დაბრუნდა!


დედა ენას ვერ აგებს,

სწრაფად დგება მძინარი,

სიხარულით ცახცახებს 

- შვილო, დედა შინ არი!"


ღელვით კარებს გააღებს,

იქ, არვინ ჩანს მღიმარი,

ცრემლით წყვდიადს შესცქერის;

- ტკბილი იყო სიზმარი...


როს მოხუცი ბუხრის წინ,

შვილის სიზმარს ხედავდა,

ამ დროს მისი ვაჟიკა

მტერს ბრძოლაში კვეთავდა:


პირველ რიგში დაეცა,

ტყვიამ აღარ იცადა

მისი კვნესა - ოჰ, დედა!...

ზარბაზანმა დაფარა.


თავი დასდო ხალხისთვის,

სისხლი ნორჩმა დაღვარა...

ნახა საძმოს საფლავი,

ვეღარ - დედის ჭაღარა


და იმ დღიდან მოელის,

გარეთ ცივა, ქრის ქარი

ზის და უცდის გულმკვდარი,

დედისერთას მთის ქალი.


მუდამ ფხიზლობს, მზად არის,

შვილს გაუღოს ჭიშკარი

თავზე დასთენებია,

ამოსულა ცისკარი...


აღარ ძალუძს საბრალოს,

შავ ძაძებში დროს მიდის

"დედა მას ენაცვალოს"

ხვალეც ღამე ლოდინის!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ