მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 86 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

დედის ყუთში დღეს დილით მე

ხელში მომხვდა ეს რვეული

„ცნობის ფურცლის“ მონახევში

გულმოდგინედ შეხვეული.


გადავფურცლე, შიგ ეწერა:

„ია, უთო, აი თითი“

და ათამდე ანგარიშის

რამდენიმე მაგალითი.


ასოები და ციფრები,

მოხაზული ბავშვის ხელით,

ერთ დროს ჩემი, ახლა უცხო,

საცნობადაც იყო ძნელი.


მაგონდება, ვით სხვა ვინმე:

ცელქი, სუსტი, ფერწასული,

ხან ხის ძირას მოთამაშე,

ხანაც კიდევ ზედ გასული.


დარბოდა და ქვებს ესროდა

შაშვის ბარტყებს და ბეღურებს...

შემდეგ რა გზა გაიარა,

რამდენს აჰყვა საფეხურებს!


შეუმჩნევლად იცვლებოდა

მისი სული და სხეული.

უკან დარჩა ბევრი ვნება

და ხალათი დახეული.


ნახევარმა საუკუნემ

რა დასტოვა ბოლოს გულში?

წლები გადნა დავიწყებულ

სევდასა და სიხარულში.


ჩვენ გზადაგზა გვეკარგება

ჩვენი სულის ნაწილები.

ვღელავთ ერთხანს, რაც გვიყვარდა,

იმისაგან დაცილებით.


მერე გული - ო, ეს გული! -

ახალ გრძნობებს უღებს კარებს

და ვიგონებთ გაღიმებით

ჩვენს წინანდელ ცრემლთა ღვარებს.


დედას ალბათ იმედებით

გულს უვსებდა ეს რვეული,

მიტომ დარჩა ძველ გაზეთში

ასე ფრთხილად შეხვეული.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ