|
მივიღე, დედავ, შენი წერილი, ნაბღაჯნი, როგორც მოხუცის სახე, იდუმალ გრძნობით ამოფერილი და გარეგნულად უშნო და მკვახე.
შენ ჩემი ღვაწლი, ჩემი ამაგი? თუ ეს გულით გჭირს გაგისკდეს მიწა და გვერდს გივლიდეს ტოლ-ამხანაგი!
სამძიმო იყო, ან დასაშური? ალბათ, გაგიტკბა თბილისის მზერა და არ გწამს გორი, აღარც ხაშური!
რომ ნახო შენი ტურფა გურია, ჩვენ ამ ზამთარში მოგვიკვდა ძროხა და გაგვიცოფდა ძაღლი, მურია!
ჩამოდნა ისე, ვით ნაჭლექარი; უისლოდ სახლი ლპება და ხდება და ბულულს მისას შორს ფანტავს ქარი.
სასიმინდეში კბილებს კრეჭს ჭერი. სალომეს ბავშვი მოუკვდა რვა წლის და დანარჩენებს ჯანს აცლის ბღერი!
და ხორცი სოფლად ჩამოვარიგეთ. ამას წინაზე ლანჩხუთს ვიყავი, შენი ამბავი ვერც იქ გავიგეთ!
შემოგვითვალე, გვაცნობე რამე! ეს უფერული ჩვენი დღე მიჰქრის და მისდევს ღამეს უძილო ღამე!
და შენს ქცევაზე მე ვყავარ ბრალში: - ეჰ, იმ ბიჭისთვის, რომ შეგეთვალა, ცოცხლობს ხომ მაინც გვნახავდა სახლში!
მოხუცებულებს გვეცი ნუგეში, არა და ცოცხლებს თუ ასე დაგვყრი, მიწა მიგვიღებს თავის უბეში!
ჩვენი სიკვდილი თუ რომ არ გინდა! წერილს გიგზავნი ივანეს ხელით, ქალაქ თბილისში, სოფელ გვიმრიდან? |
















