მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 23509 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

- შვილო, უქუდოდ არ წახვიდე,

გაავდარდება...

დედიკო შენი გენაცვალოს,

მალე დაბრუნდი.

- დედა, რათა ხარ 

შენ ასეთი მოუსვენარი,

გარეთ სიცხეა,

მზიან დარში ქუდი რად მინდა?

დედას სარკმელთან ჩასთვლემია

ჩემს მოლოდინში,

ჩაიდნის ორთქლი

ჭაღარა თმებს თავშლად ეხვევა.

შევალ...

შეკრთება...

მერე სახე გაუნათდება:

შვილო, მოხვედი?

სად იყავი?

საიდან მოდი?

მოდი გაკოცო.

ჩემო ბიჭო,

მოდი დედასთან...

რა დროს ეგ არის,

დამანებე თავი!... შენც ერთი...

გეტყვი უხეშად,

თუმც ამის თქმა

სულაც არ მინდა...

მინდა არ ვიყო

ამაყი და ასე ჯიუტი,

მინდა მძინარეს მოგეპარო

და ჩუმად, ჩუმად

თვალამღვრეული გავიტრუნო

შენს თბილ უბეში.

შენ სიხარულით წამოგივა,

დედიკო, ცრემლი

და ბედნიერი

ჩვილ ბავშვივით ასლუკუნდები.

როცა თენდება

მაშინა გაქვს დრო საალერსოდ;

მოხვალ და

ფრთხილად გამისწორებ საბანს, სასთუმალს,

დედა, მე მაშინ არა მძინავს,

შენ ეს არ იცი...

მე ვიგუდები,

სინანულის ცრემლები მახრჩობს...

დედის გული ხომ

მაპატიებს ამ დანაშაულს?

 

ლექსები დედაზე  • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ