მთარგმნელი ვასილ გულეური
უკვე არ ვიცი რა ვიფიქრო, დავწერო რაზე. ჩემი ცხოვრების განსასჯელად, როგორც სამხილი. აგერ, აქ, ჩემს წინ, გამოჩორკნილ ხის მაგიდაზე, მიდევს წერილი დედისაგან გამოგზავნილი.
არ გვაშორებს დიდი სავალი, თუ შეგიძლია, საშობაოდ იქნებ გვეწვიო. მიყიდე შალი, მამაშენს კი – თბილი შარვალი. ხელმოკლედა ვართ, არც რა გვაქვს და არც რა გვაცვია.
რომ ხარ პოეტი. ცუდი სახელი გაგვარდნია, ხმა მომიტანეს. ამას ნამდვილად, არ სჭირდება მიეთ-მოეთი, სჯობდა მინდორში გემუშავა ბავშვობიდანვე.
და ყოველდღე თავს ვგრძნობ შეუძლოდ, მაგრამ თუკი შენ კერიას არ გააციებდი, არ ვიქნებოდით, როგორცა ვართ, ახლა ჩვენ ურძლოდ და ჩემს კალთაში შვილიშვილსაც დავაძინებდი.
მიატოვე, ბედს მიაბარე და შენი ცოლიც სულ იოლად სხვასთან გაუშვი. ოჯახის გარეთ, უმეგობრო, მიუსაფარი, დროსტარების და უხამსობის ფსკერზე დაეშვი.
რა გჭირს, მითხარი? უწყინარი და თვინიერი იყავი ძველად და იმ წლებიდან არ გასულა ჯერ დიდი ხანი, რომ შენატროდა ალექსანდრე ესენინს ყველა.
არ გაგვიმართლე, სწორედ ამიტომ მეწურება ტკივილით გული. სულ ფუჭი იყო მამაშენის ფიქრი იმაზე, რომ შენს ლექსებში უფრო მეტი მიგეღო ფული.
რაც არ უნდა ბევრი აიღო, სახლში შენ მისი გამოგზავნა გაგიჭირდება. მწარე სიმართლეს გეტყვი, მაგრამ, შენი არ იყოს: ვიცი, პოეტებს ხელში ფული არ გიჩერდებათ.
რომ ხარ პოეტი. ცუდი სახელი გაგვარდნია, ხმა მომიტანეს. ამას ნამდვილად, არ სჭირდება მიეთ-მოეთი, სჯობდა მინდორში გემუშავა ბავშვობიდანვე.
ვცხოვრობთ ახლა, გვაწევს ნაღველი, არ გვყავს ცხენები. აქ რომ იყო, შენ საკმარისად – მაგ ჭკუის პატრონს – გექნებოდა ფულიც, სახელიც, თანამდებობაც აღმასკომის თავმჯდომარისა.
არავის არ ვათქმევინებდით, შენც დაღლილობას ვერ იგრძნობდი მაშინ იმდენად. შენს ცოლს სართავთან დავსვამდი და ვართვევინებდი, ჩვენ კი, შენს გვერდით, გვექნებოდა წყნარი სიბერე.”
ვიძირები მწარე ფიქრებში. ნუთუ ამ გზიდან ვეღარ გავალ, ვეღარსად გავწევ? მაგრამ ყველაფერს, რას ვაპირებ, როგორ ვიქნები, მოგვიანებით საპასუხო წერილში დავწერ... |
ლექსები დედაზე • • • ![]() |