მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 10759 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ყოველთვის,

როცა მერცხლები წავლენ...

ყოველთვის,

როცა ფიფქები მოვლენ...

გულო! რამხელა მოწყენას ავლენ!

გულო! რამხელა სინანულს ავლენ!

დედას მაგონებს მე ყველა ფიფქი,

სიცივეც,

ქარიც,

გრიგალიც,

თოვლიც...


... გარეთ ქარბუქი არხევდა ჭადრებს,

მინებზე ზამთარს ხატავდა რთვილი,

დედა წვებოდა ყველაზე ადრე,

რომ მე ლოგინი მქონოდა თბილი.

ყველაზე ადრე დგებოდა დილით,

ცოცხით ოთახის სიჩუმეს გვიდა,

ბავშვს ხომ უნდაო, საუზმე თბილი,

სადილი გვინდა... რაღაცა გვინდა...

და მოკვდა იგი, გამრჯე და შემძლე,

მას დარდად გაჰყვა ფიქრები ჩემზე.

არა, აღარ ზის ის საჩეჩელთან

ათოვს დედის გულს, თოვლივით სუფთას.

ის ადრე მოკვდა, ვინ იცის ჩემთვის

ცივი სამარის გათბობაც სურდა...


და მუდამ, როცა მერცხლები წავლენ,

ყოველთვის, როცა ფიფქები მოვლენ,

გულო! რამხელა მოწყენას ავლენ,

გულო! რამხელა სინანულს ავლენ,

მე ეს სიცივე მაგონებს დედას,

დედის ჭაღარას მაგონებს თოვლი...

 

ლექსები დედაზე  • • •   პოეზიის გვერდი - ტარიელ ჭანტურია  • • •   ტარიელ ჭანტურიას პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ