მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2231 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მთარმნელი: ნინო დარბაისელი

 

ცოცხალი ხარ, ბებრუცანავ ჩემო?

მეც - რა მიჭირს, სალამს გითვლი თუკი.

დე, განათდეს შენი ქოხის ჩერო

იმ საღამოს გამოუთქმელ შუქით!


მწერენ, თითქოს მღელვარებას მალავ,

ნაღვლიანი დღეც და ღამეც მელი,

სოფლის გზაზე გამოდიხარ მალ-მალ

ძველმოდური შენი მოსაცმელით.


ღამ-ღამობით სულ გასცქერი წყვდიადს,

და მუდმივად გელანდება თანაც,

დუქნის ჩხუბში შვილი მკვდარი გდია,

გულში ჩასცეს მას ფინური დანა.


მოიშორე, მშობლიურო, შფოთვა,

ეს სიმძიმე - მოჩვენება ავი.

არ ვარ ისე უსაშველოდ ლოთი,

სადღაც მოვკვდე, დედის უნახავი.


ის სინაზე, ძველებური დამდევს,

და ერთს ნატრობს გული მონაოხი,

რომ როგორმე გამოვექცე დარდებს

მომენატრა ჩვენი ციცქნა ქოხი.


დავბრუნდები, თეთრს რომ გაშლის ტოტებს

ჩვენი ბაღი, მზისთვის გასაცინად,

ოღონდ ნუღარ გამაღვიძებ, ოდეს

ირიჟრაჟებს, როგორც რვა წლის წინათ.


ნუ აღვიძებ ნაოცნებარს ახლა,

არამხდარიც დავივიწყოთ უკვე.

მეტისმეტი დანაკარგი, დაღლა

გამოსცადა ჩემმა სიჭაბუკემ.


ნუღარც ლოცვას ნუ მასწავლი, კმარა,

ძველი გაქრა, დავიწყება უქადს.

შენ ხარ ჩემი ხსნა და შვება მარად,

მეგულები გამოუთქმელ შუქად.


ჰოდა, კმარა, ნუღარ დარდობ ასე,

ნუღარ შფოთავ, ასე ნუღარც მელი,

და მალი-მალ ნუ გადიხარ გზაზე.

ძველმოდური შენი მოსაცმელით.

 

ლექსები დედაზე  • • •   პოეზია - სერგეი ესენინი  • • •   სერგეი ესენინის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ