მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 909 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მთარგმნელი: გრიგოლ აბაშიძე

 

როგორც იქნა მოველ თქვენთან

მოლოდინით ათასგვარით,

მაგრამ მხოლოდ დარდი დამხვდა,

არაფერი გასახარი.


მამის ნაცვლად მხოლოდ მისი

კუბოს კუთხე ვნახე ერთი,

როცა დედა ჩავასვენეთ

შავ მიწაში მამის გვერდით.


აღარც დედა, აღარც მამა,

ვაი, რაღა მოსახლე ვარ,

აღარავინ, აღარც ერთი

აღარ დამრჩა მოსახვევად.


მათ ნატერფალს დავკოცნიდი,

სისხლი მზრდიდა მათი გულის,

მიწას ათბობს მზის სხივები,

მე - მშობლების სიყვარული.


ჩემო დედავ,ჩემო მამავ,

რად ჩახვედით ცივ სამარეს,

ალბათ, მაშინ დაისვენეთ,

გულს რომ მიწა მიგაყარეს.


მაგრამ თქვენი დასვენება

იქცა ჩემთვის სატანჯველად,

სხვებს რას მოვთხოვ, როცა თქვენც კი

გამიმეტეთ დასაჯელად.


მიმატოვეთ, დარდი მაკლდა?

კიდევ დარდი მომემატოს?

აჰა, ცრემლის დასაფრქვევად

თქვენს საფლავზე მოველ მარტო.


ჩასწვდი, ცხელი ცრემლის ღვარო,

მათ ცივ სხეულს გასათბობად.

უთხარ, როგორ სტკივა გული

მათ რომ შვილი დარჩათ ობლად.


მაგრამ არა, გავეცლები

მათ საფლავებს განწირულებს,

რომ არ ჩასწვდეს ჩემი ცრემლი:

ცხელი ცრემლი, მათ ცივ გულებს.


განისვენეთ, გაგშორდებით,

თან წამყვება თქვენი ჯავრი,

მსურს წასვლის წინ, კვლავ დავკოცნო

თქვენს საფლავზე მდგარი ჯვარი.


ხედავთ, ჯვარიც მოსახვევად

ჩემსკენ იწევს ხელგაშლილი,

ო, ეს ჯვარი, ალბათ, თქვენ ხართ,

ჩაიკონეთ თქვენი შვილი.

 

ლექსები დედაზე  • • •     • • •   შანდორ პეტეფის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ