მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1139 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

შენს საწოლს მკრთალი სინათლე ათოვს

და მე ლანდივით შემდგარი ვიცდი.

გადმოგცვენია ხელები - რატომ?

წუხილით სახე შეგშლია, - რისთვის?


ნუთუ ამაოდ დაშვერი მართლა

და იმ წარსულმა ვერ მოგაგონა -

წმინდა აუზში კენჭების დათვლა,

მწვანე ეზოში იების კონა.


რა საოცრებით შენ დაისიზმრე

და იქვე დარჩი როგორც ვირჟინი -

აკაკის ლექსი, ქუთაისის მზე

და გიმნაზია ყაუხჩიშვილის.


გამოზაფხულდა; თეთრად, ვეებად

აფეთქდნენ ბაღში გორტენზიები.

და უმშვიდესმა ვარდის დღეებმა

შენ ერთხელ კიდევ მოგრთეს იებით.


ის იყო მართლა ძვირფასი ბაღი

და აივანი ბევრი რიკულით,

გაშლილი ლურდით და მწუხარ სახით

რეკავდა ზარი კათოლიკური.


საღამო იდგა გაშლილი ქოლგით,

შორს კი ნანგრევი ტაძარი ჩანდა...

და მეთულუხჩე ივანე კოკით

რიონის ზვირთებს ამოგიტანდა.


მზე გადაგორდა ცაზე ბურთივით,

მწვანე კალთებზე დაეცა უხმოდ

და მწუხრის ჟამმა ლანდებს გულთბილი

და უნაზესი ღიმილით უხმო.


ბინდი სახლების ძვირფას ყალიბში

ჩადგა ღრუბლების ცისფერი ბლონდით

და ბავშვებისთვის მაღალ კარიბჭით

ქუჩა მიეცა უსაზღვრო ლოდინს.


შორით ისმოდა ქალაქის ზუნი,

რომ ულამაზეს ნუკრივით მფრთხალი -

მაგნოლიის და დაფნების სუნით

დაეთრო ქუჩის საღამო ხანი.


შენს ყოფას დღემდე უცვლელად შერჩა

გული სათნო და ფიქრი ბავშვური.

ბაღში ვარდობით მსუნთქველი ზეცა

ოთახში ლოტო და აბაჟური.


ჩუმად იყავით და როცა დედა

გეტყოდათ ლოცვებს, თქვენ იძინებდით.

გესიზმრებოდათ ცა მოწამეთა,

ბაგრატის მთა და თეთრი მძივები.


ო, ის დღეები ნაბეჭდი ლუქით,

საით წავიდნენ, რა ბილიკებით...

დაფნის ფოთოლი, ჩათაილუგი

და წყნარი ქუჩა კათოლიკების.


ლექსები დედაზე  • • •   პოეზია - თამაზ ჩხენკელი  • • •   თამაზ ჩხენკელის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ