წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

ლოგიკური ამოცანებილოგიკური ამოცანები




—  —  —  —  —  —  —  —  —  —

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები



—  —  —  —  —  —  —  —  — 

თაფლის შესახებ
თაფლი - ყველაფერი თაფლის შესახებ

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

საათები
საათების ონლაინ მაღაზია

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ვებ კატალოგი
ვებ კატალოგი - Aura.Ge

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

 
  ნანახია 350 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

პირველი შემთხვევა


იშვილეს ბავშვი... და სახლიც მალე

გახდა ტაძარი და წმინდა მღვიმე.

ბავშვს არ აკლებდნენ სითბოს და ალერსს,

როგორც ერთადერთ ნუგეშს და იმედს.

და როგორც სკაში შეუშვან კვამლი

და ცახცახებდეს სკა დაშუშხული,

ყმაწვილის სულიც ასე მოწამლეს

კვამლივით შავი მწარე ჩურჩულით:

"სხვისი შვილი ხარ"... 

და ბავშვის სული ისე აფუტკნა

კვამლივით მწარე ფიორა სიტყვამ 

სახლი კი გავდა აშლილ საფუტკრეს

სადაც წარსული თაფლივით იდგა...

ო, კაცთა სიტყვავ, ეს მიკვირს შენგან,

და, ვერც ავხსენი დღემდე სრულებით, -

შე დალოცვილო, თუ ღმერთმა შეგქმნა,

ეშმას რატომღა ემსახურები?

ის აზრს შეიცვლის მთელ ქვეყანაზე

და მისი ფიქრი ვერ იკელაპტრებს,

სიკეთის ბავშვურ რწმენას დაკარგავს,

რითაც დაკარგავს თითქმის ყველაფერს.

მერე დღითიდღე გახდება ქუში,

რას არ მოითხოვს უკმაყოფილო,

აიზღარბება ყმაწვილის სულში

რაღაც ტლანქი და პირველყოფილი.

და გამზრდელებიც უკვე შიშობენ:

"დედას იპოვის და მერე მორჩა"...

შეავედრებენ ღმერთს და ღვთისმშობელს

ასე უდროოდ აწეწილ ოჯახს.

მარტო გაჩენა რა ბედენაა,

თუ ბავშვის გაზრდას არ დავდებთ ამაგს,

გამზრდელი დედა ათჯერ დედაა,

გამზრდელი მამა - ათასჯერ მამა.

როცა ნამდვილმა დედამ დაგტოვა

გაგწირა მისი ხორცი და სისხლი,

უცნობმა ქალმა არ მიგატოვა,

გაგხადა დედა-შვილობის ღირსი.

...შენ კი ჩადიხარ ცოდვას უარესს,

როცა იმ ქალის მონახვას ლამობ,

ვინც დედობაზე გითხრა უარი

რაღაც სირცხვილის და შიშის გამო.

თუკი დედაა სიკეთის მაცნე,

გამზრდელი არი ღმერთთან ცილობა.

ბავშვის გაჩენა სიმამაცეა,

მაგრამ დედობა არის გმირობა...

 

მეორე

 

ის არ მოჰყვება ფუჭ განქიქებას

წყალში არ ჩაყრის ღვთაებრივ ამაგს

და გამზრდელები მისთვის იქნება

ნამდვილი დედა, ნამდვილი მამა.

"ვინც გადამაგდო ზედმეტ ბარგივით, -

ადამიანის დათმო სიმაღლე -

ადამიანად ვერ უვარგია

და დედად როგორ... როგორ ივარგებს!

მე მომიშორა... სამაგიეროდ

პატიოსნება შეინარჩუნა,

როგორც ნიღაბი ყალბი, ცბიერი -

ფარული დარდი და მაჯლაჯუნა.

თვითონ მხეციც კი, უმწეო პირმშოს

სანამ არ გაზრდის, არ მიატოვებს,

სულ იმას ცდილობს და იმას შიშობს,

არ გააკაროს საფრთხე სათოფედ.

დედის საშოშიც უდედოდ ვიყავ

და არა მხოლოდ გაჩენის შემდეგ,

უდედოდ უნდა დავრჩენილიყავ,

დედის წყალობით, სიკვდილის დღემდე.

მაგრამ დედობა ვინც გამიწია,

დედა-შვილობის გამხადა ღირსი -

ჩემი კაცობაც მხოლოდ მისია,

ცოცხალიც, მკვდარიც მისი ვარ, მისი!

 

მესამე

 

შენ კი, გოგონავ, მომე მარჯვენა

და ყური მიგდე, როგორც ქირომანტს:

სიმამაცეა შვილის გაჩენა,

მაგრამ დედობა ნიშნავს გმირობას...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ჰოროსკოპები

 

ტესტები

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

ორსულობის შესახებ

 

როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

თალიზი - Aura.Ge

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

სწრაფი სესხები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

Loading...