მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1068 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

სულ გიცდი ომში დაკარგულს,

შვილო, რამდენი ხანია,

ალბათ ტყვიებმა დაცხრილეს

შენი ლამაზი ტანია.

ყოველდღე სკივრთან მივდივარ,

შვილი უღონო ფეხებით,

იქ შენი ჩოხა მეგულვის,

ქვითინით იმას ვეხვევი.

შენგან დარგული ვაშლის ხე

ხმება და დაპატარავდა,

შენს მოლოდინში დედაიც

გათეთრდა, გაჭაღარავდა.

სხვის ცოლი გახდა ის ქალი,

შვილო რომ გეჯდა გულშია,

შემხვდება და ავტირდები,

ტკივილს ვგრძნობ ფარულ წყლულშია.

შენი გამზრდელი აკვანი

უქმად დგას, ჩაშაულადა

იქ შენი შვილის ჩაწვენა

მე არ მეღირსა სრულადა.

იქნებ სიცივე გყინავდა,

ქართული მიწის შვილსაო,

იქნება საბანს ნატრობდი

დედისაგან შეკერილსაო.

იქნებ მომაკვდავს ყორანი

თვალებს გითხრიდა პწკალითა.

იქნება წყურვილი გკლავდა,

წყალს კი ხედავდი თვალითა.

იქნებ შეხვევას ნატრობდი

მოურჩენელი წყლულისა,

იქნება შიმშილი გკლავდა

ნატეხს ნატრობდი პურისა.

იქნებ სამარეც არ გერგო,

ნაფლეთად გაშლილს ველადა

და ქართულ მიწას ნატრობდი,

გულმკერდზე დასაყრელადა.

მიხარის როცა მზე ჩადის,

როცა ბინდდება, ღამდება.

შვილო სიზმარში შენთან ვარ

და გულიც დამიამდება.

როცა ამ ჩამქრალ თვალებში

ცივი სიკვდილი ჩახედავს

ნეტავი, მხოლოდ მაშინა

ერთი დღით წამოგახედა.

შენ დამაყრიდი მიწასა

და მშვიდად დავიძინებდი,

გახარებული დედაი

საფლავში გავიცინებდი.


ლექსები დედაზე  • • •   პოეზიის გვერდი - იოსებ ლონგიშვილი  • • •  იოსებ ლონგიშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ