საიტის ფეისბუქ გვერდი დავიბრუნეთ. მიმდინარეობს ვებ-გვერდის რეკონსტრუქცია და ახალ პლატფორმაზე გადასვლა. ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის.

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საათები

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

საიტების მონეტიზაცია

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1715 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

როდესაც ჩემ წინ სუფრაზე

ცხელი შუშხუნა მწვადია,

მაშინ მე სამშობლოსათვის

ყოველი კარგი მწადია!

როცა გადავკრავ ნუნუას

თას-ყანწით, გინდა კულითა,

მაშინ მეც ზეცას ვავედრებ

ამ ჩემს სამშობლოს გულითა.

როდესაც ვეტრფი ქართველ ქალს,

ვეძლევი ნეტარებასა...

ვეღარა ვფარავ!.. სახალხოდ

ვამბობ ჩემს აღსარებასა;

„მრავალ-ჟამიერ! ჟამიერ,

ჩვენს ტურფა საქართველოსა!”

ვიტყვი და შეუპოვარად

გადავკრავ სადღეგრძელოსა.

მაგრამ ესენი სუყველა

თუ არა მექნა ხელადა,

წიხლსა ვკრავ შინაურობას

და გავიჭრები ველადა.

დავეწაფები გულით კვასს,

გავსისინდები ქაშითა

და, კუჭად გადაქცეული,

გულს დავიფარავ ფაშვითა!..

დამავიწყდება ქართული,

ჟუჟუნა, შავი თვალები!..

ჩიჩხასაც არა უშავს რა,

სკვითის ქალს ვენაცვალები!

თუ გსურთ, რომ დავრჩე ქართველად

ვიხდიდე მშობლურ ვალებსა,

ნუ გამომილევთ ღვინოსა,

ცხელ მწვადს და ლამაზ ქალებსა!..


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - აკაკი წერეთელი  • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები
ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

Loading...

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ