მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 688 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

თავდავიწყება მოჰკლავს კაეშანს,

ჩემო ვენახო ვით მოვილხინო,

განდგომილობის სურვილი მიპყრობს,

ო, დიდო თამარ, ქეთევან, ნინო!

თუ საქართველოს არა ჰყავს გმირი,

რომ ჩემი მუზა დავაგვირგვინო;

არკადიაში არ არის ღმერთი,

რომ ყვავილები ავაბიბინო?!

აქ, შავს ღამეში თეთრი ტაიჭით

დაჰფრინავს სული საქართველოსი

და ჩემი მუზა წამების განცდით

ეტყვის: შენა ხარ ჩემი ეროსი;

შენა ხარ მეფე, შენა ხარ ღმერთი,

აქ, არკადიის ტურფა მდელოსი,

შენა ხარ სუნთქვა ჩემი სულისა

და წამებული საქართველოსი.

რუსთაველს უყვარს თამარის სული,

ბეატრიჩესი-დანტეს წამებულს,

მე კი დავსტირი სულო შენს გვირგვინს,

სხვის მუზეუმში ნიშნად წაღებულს.

და ჩემი გული, ცრემლად ნაჟური,

ივერიაში წყაროდ ჩამოდის

და ჩემი მუზა კითხულობს, ამოდ:

- სულო, შენ ტახტზე იმეფებ, როდის!

რად მეჩვენები განდევნილივით,

სულო, შავს ღამეს თეთრი ტაიჭით?

ჰო, ბლაქსი დაგდევს და ჯარს ეძახის,

- არკადიის მეფე იპყართ, დაიჭით!..

მაშ ჩემი მუზა გეფიცებოდეს:

ბლაქსს დავამარცხებ ივერიის ქალი,

რომ დაუბრუნდე შენ შენს ღირსებას

და მეფე იქნე თავისუფალი.

ტახტზე ასული თუ გნახე სულო,

შენი ამბორი მე მომინდება, -

ვეზიარები დიდ საიდუმლოს

და ჩემი მუზა დაგვირგვინდება.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ბაბილინა ხოსიტაშვილი  • • •   ბაბილინა ხოსიტაშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ