მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 452 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

რატომ შეგარქვეს ნოქალაქევი?

ჩემი ოცნების ტურფა ალაგო,

წლებმა წარეცხეს სისხლის ლაქები,

რომ დღეს მზის ენით გველაპარაკო...

დღეს შენი მთების ცადაწვდილ ფასადს

მოგონებათა ზეცა ეხურვის,

თვალმარგალიტის მძივების მსგავსად

მოათამაშებს ზვირთებს ტეხური.

რატომ შეგარქვეს ნოქალაქევი?

მზე რომ კვლავ გვადგას თავზე გვირგვინად,

ერთ დროს ნაგები, ერთ დროს ნაქები

კოშკი ჟამთასვლამ სად გაგიფრინა?..

ისევ აშენდი და აღმოშენდი,

მზეს შენს წინაშე სხივი დაჰხრია,

იქნებ თამარის ოქროს ქოშები

შენი დიდების კართან მარხია?!

ნოქალაქევი რატომ შეგარქვეს,

ჩვენი წარსულის მწველო იარავ?

როცა კვლავ შვენის ნისლი მთვლემარ მთებს

ლამაზმანების სხივთა ხვიარა...

ვერა, ვერ გძლია მტერმა ვერანმა,

თითქოს იყო და არა იყო რა...

ბარათაშვილის ფიქრთა მერანმა

შენს მაღალ ხიდზეც გადაიქროლა...

მოვსულვარ დარდი გამინაწილე...

დე, ვიდგე შენს წინ ასე მდუმარი,

ოღონდ წარსულის ფრთებით მარწიე

შენი ამაყი მთების სტუმარი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ეთერ სამხარაძე  • • •   ეთერ სამხარაძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ