მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 765 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

დიახ, მართლაც რომ მოგვისწრო სულზე -

ახალ გრიგალის ქროლვა გვეღირსა.

ქვეყანა, მდგარი გარდაქმნის ზღურბლზე,

ელის პირუთვნელ სიტყვას მწერლისას!

დრო პატიოსან ფიქრებს გვკარნახობს,

დუმილის ყინვა დნება მტანჯველი,

განა ცოტაა სალაპარაკო,

სადარდებელი და განსასჯელი!

ქვეყნის სატკივარს თუ არ მივხედეთ,

ვის უნდა ჩვენი ენამზეობა,

როდესაც რაღაც უჭირს სიკეთეს,

როდესაც რაღაც უჭირს ზნეობას.

როდესაც ზოგჯერ ჩვენი შვილები

ეძალებიან ბანგს და საწამლავს,

და ჩვენი დარდით და შეჭირვებით

გალაღებული ხარობს სატანა;

როცა კაჭკაჭი ჩაგრავს იადონს

გალობით (ამბავს ვამბობ არახალს),

და კაცი, ორ ბატს რომ ვერ მიანდობ,

ყოგჯერ სკამიდან გვიმზერს ამაყად;

როცა მოყვასი მოყვასს აბეზღებს,

ან კიდევ ღვიძლი ძმა ძმას არ ინდობს,

და უცოდველის ნიღბით სახეზე

ზნედაცემული ვინმე რაინდობს.

ზოგი თამაშობს ვაჟას მინდიას,

თუმც უნდა ყველა ყლორტი გათელოს,

გულის სიღრმეში ფეხზე ჰკიდია,

სინდის-ნამუსიც და საქართველოც.

გროშად არ უღირს შთამომავალი

(შეგრცხვება კიდეც ამის გამხელის),

ჩვენი წარსული და მომავალი

და შეურყვნელი ერის სახელი.

კი, ბევრი ვგალობთ, როგორც ბულბული

და უფრო მეტი, როგორც ტოროლა,

ვაგლახ, მამულზე ფიქრით სულდგმულობს

და იწვის მხოლოდ თითო-ოროლა.

მაშინ, როდესაც მძიმე უღელი

გასაწევია და გასატანი,

ხშირად ერთურთის ხანჯვლას ვუნდებით

და გვერდზე გვრჩება სოფლის ჭაპანი.

კაი, ბატონო ძვირად ფასობდეს

ტკბილი ცხოვრება და იდილია,

მაგრამ ისიც ხომ უნდა გვახსოვდეს,

რომ მთაწმინდიდან დაგვმზერს ილია.

დღეს მამულს ბევრი სხვაც ყავს პატრონი,

ღამისმთევარი მშობელ ერისთვის,

მადლობა ღმერთს, რომ არ ვართ მარტონი,

მაგრამ ჩვენს სათქმელს სხვა ხომ ვერ იტყვის.

რა ბედენაა, ბოლოს და ბოლოს,

ვინ პირველია და ვინ მეშვიდე -

თუ პოეტი ხარ შეაკვდი ბოროტს,

არ ჩაიმუხლო და არ შეშინდე.

დიახ, მართლაც რომ მოგვისწრო სულზე

ახალ გრიგალის ქროლვა გვეღირსა,

ქვეყანა, მდგარი გარდაქმნის ზღურბლზე,

ელის პირუთვნელ სიტყვას მწერლისას!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ენვერ ნიჟარაძე  • • •   ენვერ ნიჟარაძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ