მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 626 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

შენს მწვანე ტანზე

საუკუნოდ

ამოკვეთილი

სამოცდახუთი

მშობლიური

სიტყვით ვიწყებით,

ნუ გაგვიწყრები

წარსულისთვის,

იყავ კეთილი,

მოურჩენელი

ტკივილისთვის

ნუ გაგვიწყრები.


დაგხავსებია

რა ხანია

მაღალი მხრები,

ხარ ბებერი და

რაც დრო გადის 

უფრო ბერდები,

დღეს ჩვენ მოვედით, 

რომ ნანატრი

ქართული ხმებით

ავახმაუროთ

ძველთაძველი

შენი კედლები.


ხვალ ისევ მოვალთ

და დავარღვევთ

მაგ გარინდებას

და ცხელ ძარღვებში

სისხლის ფეთქვა

რომ არ ჩაჩუმდეს,

დავრეკავთ ზარებს

სიყვარულის 

მზე აინთება

და შენს მშვენებას

ფრთამოტეხილს 

შევინარჩუნებთ.


შევინარჩუნებთ

სიმაღლეს და

ღირსებას შენსას

და ყველა ერთად

თუ ვიქნებით,

უთუოდ შევძლებთ,

რომ მომავალში 

ვერასოდეს

ვერავინ შერყვნას

შენი სხეული,

ამოსული

წინაპართ ძვლებზე.


დიდება ქართულ

ორნამენტებს,

მზის შუქთა მთოვარს,

ხალხს, გენიალურს

ხუროთმოძღვარს, 

შენს უკვდავ შექმნელს,

ბედნიერია

მომავალში

ვინც შენთან მოვა,

ვინც გულს დატოვებს

სამუდამოდ

ჩანგრეულ ჭერქვეშ.


სხვა არაფერი,

არაფერი

დარჩება ჩვენგან,

და  ვართ ამიტომ

ერთი ფიქრით

დღემუდამ სავსე

გავუძლებთ ყველა

მოულოდნელ

წარღვნას და დელგმას

თუ კი სამშობლოს

ერთგულებას

ამოვჭრით ფარზე.


შენს მწვანე ტანზე

საუკუნოდ

ამოკვეთილი

სამოცდახუთი

მშობლიური

სიტყვით ვიწყებით,

ნუ გაგვიწყრები

წარსულისთვის,

იყავ კეთილი, 

მოურჩენელი

ტკივილისთვის

ნუ გაგვიწყრები.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ენვერ ნიჟარაძე  • • •   ენვერ ნიჟარაძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ