მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 2320 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

მე ახლა როცა ლეჩხუმს ვიგონებ,

მე ახლა როცა ვიგონებ ცაგერს,

ლაჯანურივით ვამტვრევ სტრიქონებს

და ორბელივით ავდივარ ცამდე.

და თბილისიდან მინდა გაპარვა,

ვიცი იქ ახლა მარანი ღვივის,

მინდა შემომხვდე ჩემი ალპანა

და სუნი ჰქონდეს ახალი ღვინის.

ჩემი სურმუში მომნატრებია -

ჩემი ბავშვობის შეყვარებული,

ჩემი სურმუში ლურჯი მტრედია

ღუღუნით მთებში შეფარებული.

მინდა მზესავით ნისლი ავკრიფო,

ნისლი ხვამლის და ნისლი ორპირის,

მინდა შემომხვდეს ჩემი არქიფო

ის ბერიკაცი და ოქროპირი.

მე იგი მხარე მომნატრებია,

სადაც სიმღერით იბადრებიან,

სადაც არასდროს არა კვდებიან

და სადაც მხოლოდ იბადებიან.

მომნატრებია პრჭყალა, თაბორი

მათი კალთების სხივით ავსება

ჩემი ჭილეშის ჭალა, მთა-გორი

და ხელიშურის გაკაპასება.

მომნატრებია ჩემი ვენახი

და ლექსით უნდა გადავიტანო,

მომნატრებია ჩემი ყველა ხე

და მამა-პაპის საკარმიდამო.

მე ახლა როცა ვიგონებ ლეჩხუმს,

მე ახლა როცა ვიგონებ ცაგერს,

ლაჯანურივით ვამტვრევ სტრიქონებს

და ორბელივით ავდივარ ცამდე.

შენ გენაცვალე, ჩემო მამულო,

რამაც იხარა, აღარ გახმება,

ჩემო მამულო და სიყვარულო,

ჩემი ძარღვების აკალმახებავ!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ჯანსუღ ჩარკვიანი  • • •   ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ