მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 978 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ებრძოდი სიკვდილის შენ გახელებით,

ვერ დაამსხვრიე მახე მზაკვრული:

მოკვდი გოლგოთის საშინელებით,

რკინის საწოლის ჯვარზე გაკრული.


იყავ პოეტი მირონცხებული,

გახდი ჯვარცმულის მონათესავე.

ასე მგონია: ხარ ქრისტესავით

მეშვიდე ცაზე ამაღლებული.


გულზე გაჩნია ნაიარევი,

გარს გახვევია შუქის მორევი.

თეთრ ვარსკვლავებში დაიარები

ტყეს  შეფარებულ ნიამორივით.


მაგრამ არ არის ზეცაში ღამე,

და ნაღვლიანმა თავი ჩაჰკიდე;

გაწუხებს ლექსის ნათელი შხამი,

რაც  შეუსმელი აქ დაგრჩა კიდევ.


ბავშვების ბედიც გაფიქრებს ალბად,

აქ  რომ დატოვე ორი პატარა.

ამ დარდმა აქაც დრო გაგიყალბა

და ბევრ ეკალზე გადაგატარა.


ნეტავი ერთი გადმოგახედა,

გაგეღოს კარი მაღალ ცისანი,

რომ  შენმა სახლმა გიცნოს აქედან 

და სიხარულის მოგცეს ნიშანი.


ნახავდი მდუმარ მთაწმინდის ზღუდეს,

პოეტთა სადგურს და ბინას მოგვთა.

ჰგავს შენი სახლი არწივის ბუდეს, -

ბუდე  არ  არის, არწივი მოკვდა...


რას იფიქრებდი, როს ამ ბილიკზე

ბინის საძებნად ბინას აჰყავდი,

რომ ცივდებოდა შენთვის თბილი მზე

და მუდმივ  ბინას სხვაგან ნახავდი...


ნეტავი ახლა გადმოგახედა,

გაგეღოს კარი მაღალ ცისანი, -

შენმა ბავშვებმა გნახონ აქედან,

სასიხარულო მოგცენ ნიშანი.


ალბათ, არ არის ზეცაში ღამე

და შენც მოწყენით თავი ჩაჰკიდე:

გაწვალებს ლექსის ნათელი შხამი,

რაც შეუსმელი აქ დაგრჩა კიდევ.


ქვესკნელს დასთხრიდნენ შენი ფესვები,

მიწას პოეტად რომ არ ეშობე.

საქართველოში შენი ლექსები

მშიერ მგლებივით დათარეშობენ.


...და გრგვინვა, მწველი და ალდართული,

კვლავ ცის მყინვარზე დაიგუგუნებს,

რომ ანთებული სიტყვა ქართული

გადაანარცხოს ბნელ საუკუნეს.


როცა ეჭვებით დამქრალ ოცნებას

ლექსების ალი წაეკიდება,

რა მისცემს ჩვენს სულს მეტ გაოცებას,

რა უნდა იყოს მეტი დიდება!


არ გვაწევს ტვირთი სხვა იმედების,

შენ უკეთ იცი, პოეტო ძმაო, -

ჩვენთვის გარეშე შემოქმედების

რომ ყველაფერი არის ამაო.


მაგრამ დღეს სხვაა ჩვენი ჰაერი, -

დაეცა ლოცვა და პოეზია.

მოკვდა ბრწყინვალე ძველი შაირი

და ახალს ჩრდილი შემოესია.


გაგიკვირდება, ლექსს რათ არ შველის, -

რომ კვლავ ამაღლდეს რჩეულ ხარისხად, -

ციდან ქუხილი ბარათაშვილის,

მთიდან ყვირილი ვაჟას ხარისა!


ახლა ქუხილი არ ისტამბება,

ხარი არ ჰყვირის მაღალ მთებიდან,

ლექსი დაახრჩო წვრილმა ამბებმა

ამონაწერმა გაზეთებიდან. 

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ალექსანდრე აბაშელი  • • •   ალექსანდრე აბაშელის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ