|
ნეტავი თუ გათენდება ერთხელ დილა ისეთი, რომ მე ბედს არ შევღაღადო უდიერ ხმით, მქისეთი: რატომ ბედო, რისთვის ბედო? რა მაქვს დანაშაული? ნუთუ ის, რომ ქართველი ვარ, გვარად ხარანაული, რომ ტანთაც ვერ ჩამიცვია, გაწვდილი მაქვს ხელები, რომ ამ მიწას, სადაც ვდგავარ, ვერაფრით ვეშველები... ბოდიშს გიხდი, საქართველოვ! დრო არის დაჩივლების: რომ შენ შვილად მიმიღე და მე კი ვერრა გიშველე! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















