|
შეველ ტაძარში, ყველა ხატის წინ, ყველა შანდალზე სანთელი ენთო. დავეშვი მუხლზე, ჩუმად ვილოცე, ალილუია, დიდება, ღმერთო.
ფრთებს შლიდა სული და ანგელოსი. დღეს სად დავანთო წმინდა სანთელი, სად არის ხატი საქართველოსი.
და მერე სიტყვაც ვეღარ დავძარი. სამშობლოს ხატი არის უფალი, რწმენის დვრიტა და რწმენის ტაძარი.
და დავდგი ყველგან თითო კერონი აქ ყველაფერი ძალღონეს მმატებს და მეშხურება სულში მირონი,
დიდი "სახატე - მთელი ქვეყანა" ლუხუმი შედგა ლაშარის გორზე, დიდების მზე რომ ამოეყვანა. |
















