|
წითელი ფერი! წითელი ფერი! შევხარი უხვად დაფანტულ ღილებს? ბედნიერია დღეს ყველაფერი - მიტომ, რომ დროშა წითლად ფრიალებს.
მღელვარე ქუჩებს მზე ალამაზებს! მუსიკა მარში! მუსიკა მარში! მიეცით გზები მოხარულ რაზმებს.
წარსული ხალხმა დასწვას და სთელოს; მივესალმებით უკვდავი დროშით ჩვენ უკვდავ ერსა, და საქართველოს.
ვივიწყებთ ყველა წარსულ შეცდომებს, მამულის რკალი ერთგული მკერდით დაუცავს ახალ, უშიშარ ლომებს.
დღეს ყველა ერთად და შეთანხმებით!.. დაჰკარით საყვირს! მზათ არი ხალხი ახალ დროს ვხვდებით ახალი ხმებით.
წარსული ხალხმა დასწვას და სთელოს! მივესალმებით ამაყი დროშით, ჩვენს უკვდავ ერსა და საქართველოს! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















