მართალია, დღეს ეს ლექსი ბევრ მოშურნეს გააჯავრებს, მაგრამ მაინც თამამ სიტყვას მოვახსენებ ახალ მთავრებს.
რაც გინდ ბევრი გაიბრძოლოს, დიდ რუსეთის პროვინციად გადიქცევა მაინც ბოლოს!
ჩვენც მიგიღეთ ცრემლით ცხელით, მაგრამ ხალხი არ შეგინდობთ, რუსის ხიშტით შემოხვედით.
ან ზედ დავსვით ვინმე მეფედ, რომ ქართველთა წმინდა სისხლი დაღვარეთ და ააშხეფეთ?!
გაურბოდნენ დროშას წითელს, რომ დღეს ჩვენზე ახარხარებთ ყველა ბილწს და ყველა სკვითელს.
ჩვენს მიწა-წყალს, ჩვენს ერს, ჩვენს ხმას რომ ვერასდროს ვერ ავიტანთ გამარჯვებულ რუსის ჩექმას.
გულს ჩავიკლავთ აღთქმას შმაგურს და უსისხლოდ მტერს არ მივცემთ არც ერთ კუთხეს, არც ერთ აგურს.
ჩვენზე კარგს და ჩვენზე ძლიერს, უანგარო მამულიშვილს, სასახელო ივერიელს;
სილამაზეს, ენას, დოვლათს, თუ ჩვენ ცხელ მზეს არ გარდაქმნით ჩრდილოეთის მსუსხავ თოვლად,
ისტორიულ მთლიან ხაზად, მაშინ ჩვენს გულს, სულს, სიყვარულს ქვეშ დაგიფენთ ფიანდაზად.
რომ მოგვსპოს და გადაგვთელოს - ვიტყვი: მოკვდა საქართველო - გაუმარჯოს საქართველოს! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |