|
ღმერთო!.. აკურთხე ამ ყრმისა ძალნი, ხალხთ სამსახურად მიეცი ღონე, აღუხსენ ხედვად მშიშარნი თვალნი, ტანჯვის ნუგეში მას შთააგონე.
შთაბერე ყრმასა ძლიერი სული, რათა შეიქმნეს თავის ერისა მოძმე ერთგული და მოყვარული.
რომ დღენი ისე არ დაელიოს, მინამ ტანჯვისა ცრემლნი თვის ხალხსა ცოტათი მაინც მან არ მოსწმინდოს. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















