|
არჩევნების გამო
ამბობენ: მეცხვარის ძაღლებს როცა მოუვათ ჩხუბიო, ვერ გააზავებთ ვერაფრით, გინდა აძგეროთ შუბიო!
აღარ აქვთ ყურთა სმენაო!.. ვეღარც არჩევენ ერთმანეთს, კბენა!.. კბენა და კბენაო!..
არ არის სხვა საშველიო, განგებ იძახის: „ჰკა, მაგას! ქსი! ქსი! მოვიდა მგელიო!“
თავდება ყოვლიფერიო! და ერთად ჰყეფენ, გარეშე რომ მოიგერონ მტერიო.
სიხარბე შემოეპარა, და ქართველთ სავედრებელად ლოცვა დასწერა პატარა:
ჩვენში დღეს ყველა სტყუაო, ღმერთო, მიეცი ქართველ კაცს ძაღლის გრძნობა და ჭკუაო“. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















