მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 936 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ნუგეშის წვიმა იარებს გვირჩენს,

სდუმს საქართველო - მწუხარე დედა,

რა მოუვიდათ ღიმილის ბიჭებს,

რამ ჩაუგუბათ თვალებში სევდა?!


რატომ არ ისმის ვაშა მხედრული,

რად მოუხდიათ მამებს ქუდები,

გამარჯვებისთვის დაბადებული

შინ ასე გვიან რატომ ბრუნდები?!


ცხრა გაზაფხულის ხარ ცხარე ცრემლი

და მზის სულივით უქრობი მარად, -

არა, არ წყდება სიცოცხლე წრფელი,

არ იკარგება არავინ, არა!


ძმათა მრავალთა შენ ხარ ცისკარი,

აქ როგორ გაჩნდი ასე ეულად,

ქოჩორა ბიჭო, რაღაც გვითხარი,

მშობელი ხალხი სმენად ქცეულა!


სმენად ქცეულა ძველი მარაბდა,

ბებერ კრწანისსაც ცეცხლი ედება, -

ეს რა ტკივილი ალაპარაკდა,

რა გაიხსენეს სამცხის ქედებმა?!


სად გაწყდა სიყრმის ბილიკი ვიწრო,

რა უნდა ერქვას ელდას გამხელილს, -

მამულიშვილნო, იქნება იცნოთ,

იქნებ დაერქვას უცნობს სახელი!


დედებო, იქნებ თქვენი შვილია,

იქნებ ეს ფერფლი თქვენი წვის არი, -

იქნებ იცანი, ჩემო მთაწმინდავ,

გზნება შენი და შენი სიზმარი.


თქვი, ნარიყალავ, ვის წყლულებს ჰფიცავს

დღეს მუხლმოყრილი მთელი ქვეყანა,

ან ყველა გმირი ქალაქის მიწა

თბილისში მკერდზე ვის დაეყარა?!


ან ვინ გაიხსნა ქვითინით უბე,

სამარეა თუ ჭრილობა ცხელი, -

არ იკარგება არავინ თურმე,

არ გაწყვეტილა სიმღერა წრფელი!


ისევ ყვავილობს ია და ნუში

და შენი კვალი ხნულებში მოსჩანს,

დედა-სამშობლო გიხუტებს გულში;

როგორც ტყვიებით დაცხრილულ დროშას!


ხმა ამოიღე ოღონდაც წუთით,

ისევ დაგვხურე ლაჟვარდი ქუდად,

ყელში ჭურვივით გაჩრილი ბურთი

ბოლოს და ბოლოს აფეთქდეს უნდა!


ბოლოს და ბოლოს, ურვა გვაკმარე,

გაგვაგებინე ყველას უკლებლად, -

საქართველოში რა დაგაბარეს

შინმოუსვლელმა მზეჭაბუკებმა!


ძლევად წამოდექ და დაგვენახე,

გიხმობს, გეძახის ერი ერთგული, -

ჭიგოგაჭრილი შენ ხარ ვენახი

და ქართვლის დედის თმით ხარ შეკრული.


სიკვდილს თრგუნავდი სიცოცხლის რწმენით

გვეწირებოდი და გვიფარავდი…

არ ხარ უცნობი, - სახელი შენი

უკვდავებაა აწ და მარადის!!!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ