გაიღვიძე, საქართველო, ადექ, ტანი დაძარი! ქოსატყუილები რომ გყავს ბრძენკაცებად დამსხდარი,
ცარიელი ტაძარი, ცეცხლი გამონელებული, დარჩენილი ნაცარი,
აბა, ქარი სად არი, მიწა მუჭით შეიჭმება, ეს ანდაზაც მზად არი,
კაცის სახე რაც არი, ტყეები გაგეჩეხება, დაგემხობა ცა-მყარი,
მშიერი და მაძღარი, არაფერი დაგირჩება იყოს დაუტაცარი,
ძაფი შუა გამწყდარი. გაიღვიძე, საქართველო, ადექ, ტანი დაძარი!
ყველა უფრო მზად არი, რომ გადაკერ-გადმოკეროს შენი მიწა მთა-ბარი,
რაც კაცისა არც არი, კიბეებზე აკინძულან გიენა თუ აფთარი,
შიშისაგან დამდნარი. გაიღვიძე საქართველო, ადექ, ტანი დაძარი!
სინამდვილე რაც არი, ამდენ თავისმოტყუებით, რაც სიზმარი არც არი,
მერამდენე ზამთარი, მერამდენ ათას ტყუილზე უნდა მიხვდე მართალი,
კაცი სხვაგან ყმად არი... გაიღვიძე საქართველო, მიწას კვერთხი დაკარი,
ვინც მიწაში დაფალი, ამოვარდეს ნიავღვარი, გადარეცხოს მთა-ბარი,
ჯოჯოხეთში გამქრალი. გაიღვიძე, საქართველო, ადექ, ტანი დაძარი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |