|
შენ ეი, „ხმელეთ-ზურმუხტო“, გამოიხედე აქეთ: ნუთუ არ ღიზიანდები, როდესაც პირში გაქებთ,
შეურაცხგყოფთ და თავს გჭრით ჩვენი უზნეო „სიმკვირცხლით“, მოჩვენებითი გარჯით?!
ყალბისმქნელებიც გავხდით. ვტრაბახობთ ჩვენი ქონებით, სავსე სახლით და დახლით,
ხაშლამითა და ღომით, ყველა ხვრელსა და ნახვრეტში გაძრომა-გამოძრომით!
ის საარაკო ფერი?! ტიალ უდაბნოდ გამხდარა შენი ყანა და ტევრი.
რომ ვატყუილებთ მოყვასს: ნავენახარში ნაგლეხარს ახლა საზამთრო მოჰყავს!
ქვეყნის დაკარგა რიდი, რძისა და კვერცხის საყიდლად გლეხი ქალაქში მიდის
ზვარში კი არა, დახლთან... მწარმოებელი ვინც იყო, მომხმარებელი გახდა!
თუ არ შევიგნებთ ბოლოს, რომ საქართველოს შვილები ერთ დიდ ოჯახად ვცხოვრობთ;
არავინაა მეტი და ჩვენს ხელშია „ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტის“ ბედი! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















