|
მე დავიბადე, რომ ქართველი მერქვას სახელად, რომ საქართველოს ვექართველო კუბოს კარამდე… ქართლის ბედის და უბედობის საქებ-საზვერად, მე დავიბადე!..
ვით ამორძალი მეომარი, მდედრი მსახური… გადამიღეღეთ გულისპირი, ნახავთ, იარად ზედ ერთიანი რუკა არის ამოკაწრული.
მე დავიბადე, რომ უკუნში ნათელს ვთესავდე… ჰა, საქართველოვ, ჩემი მაჯა, ჩემი გულ-ღვიძლი, თუნდ კავკასიონს მიმაჯაჭვე პრომეთესავით!..
რომ ქართულ საქმეს ვემსახურო, შევძლებ სადამდეც… ღმერთო, ალაზნის სანახები მქონდეს სამზერად და საქართველო აღდგენილი დარუბანდამდე!.. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















