|
ვით მღვრიე ტალღები, შეიხნი, ხოჯები ვამპირულ ცოფით და სატანურ ღოჯებით აღიძვრნენ, უძღოდათ მზერათა მზარავი არაბულ ტაიჭით მქროლავი არავი.
მესიის ელვა და ედემის სოსანი და ბოცომკალივით მომდგარი საჰარა მკლავზე დაიგრიხა, მშვილდივით წახარა.
გველს ბასილისკოს დაასო ტერფები, ბაღდადურ ღრიანკალს დასთხარა ჭანგები, იდიდოს მადლი და კურთხევა განგების!
მაცხოვარ, მან შენი სახელი ადიდა, აღსავლის კარიდან ასტყორცნა არწივი, ზეცას დაუბრუნდა სერაფიმ-ბარძიმი. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















