|
ტყეს შემოდგომა რთავს ტყე წითელ ფერში იწვის... - ალბათ მოვიკლავ თავს, მაქვს ამის დიდი იჭვი!
თანდათან ძარცვავს ქარი, უკვე ბეჭებზე მდებს - განცდა სიბერის, მწარის.
ამდენ ქობულოვ ბახჩოს, მე რა მოვკითხო რუსს, როცა ეს თვითონ მახრჩობს?!
რომ ჩემი სისხლით გაძღეს, შემოუღრინეს, კვლავ, ჯავახეთსა და სამცხეს!...
არ ვიცი, რატომ აქეს?! მასაც მიართვეს ბზა, ვით ლეღვზე ამძვრალ ზაქეს!..
შურის, ღვარძლის და მტრობის, - რა უსათუდოდ ჰგავს დასაწყისს სისხლით თრობის!
ხელში ჩამემსხვრა ბროლი... - ითმენს ღვარძლსა და ლექსს, მიმტევებელი ყოვლის!
სუნი აუდის ყროლის... კვლავ აქეზებენ ბრბოს, შავი ტალახის სროლით!
ჯერარს და ხამს, თმენა ბანჯგვლიან ჩლიქის?! როს ამზადებენ შხამს, ოკეანეთა იქით?!
სისინებს, რადგან გასდის... ლოცვით ავიდეთ ხევს, სანთლით ჯვრითა და ხატით!
ქართველთა მოძღვრის მიწას! ცამ მოციქულად ცნაო, ცოცხალ წმინდანად იქცა!
ვინც ნაზარეველს ვფიცავთ, და თაყავანი ვცეთ სნოს, როგორც ბეთლემის მიწას!
შურის, ღვარძლის და მტრობის... რაც უსათუოდ ჰგავს დასაწყისს სისხლით თრობის! |
|
პოეზიის გვერდი • • • |
















