მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1054 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

დილა მშვიდობის, ტკბილი თქმულება, 

ყურს ჩაესმოდა ჩვენს დიდ წინაპრებს. 

დღე მუდამ მახვილ მომართულებმა, 

მშვიდობის დილა ბევრჯერ ინატრეს.


ბევრჯერ ბრძოლაში მუხლმოღლილ მებრძოლს, 

თავზე რომ ედგა სიკვდილის ჩრდილი, 

მონატრებია სახლი და ეზო, 

მონატრებია პატარა შვილი.


მაგრამ ორივეს საფლავის ბინდი 

ეფინებოდა მტარვალთა დაშნით, -

ის იქ ხმალდახმალ ებრძოდა სიკვდილს, 

იქ დედის მკერდზე კვდებოდა ბავშვი.


დილა მშვიდობის, - ისევ და ისევ 

ყურს ჩაესმოდათ ჩვენს დიდ წინაპრებს. 

დღეღამ წითლად რომ ღებავდნენ ისრებს, 

მშვიდობის დილა ბევრჯერ ინატრეს.


მაგრამ უომო დღეებშიც, როცა 

ხმალ-ამართულნი მტერს არ ზარავდნენ, 

როცა საყდრებში ეყუდა დროშა 

და კარიბჭეზე ფარ-მუზარადი,


არ ასვენებდათ ყინვა და თოვლი, 

თვალებიც ცრემლით ჰქონდათ ნაბანი, 

შიმშილის აჩრდილს ებრძოდნენ თრთოლვით 

ღონე მიხდილი მამა-პაპანი.


და დღეს დიდებით შემობურვილი, 

რომ აღსდგა მათი შრომა და ღვაწლი, 

არ დამაყენებს ერთი სურვილი 

მათი მოდგმიდან ფრთაგაშლილ ყმაწვილს,


მინდა მივიდე ნათელი გრძნობით 

და მათ საფლავებს ჩავძახო ფრთხილად 

დილა მშვიდობის, დილა მშვიდობის, 

გათენებულა მშვიდობის დილა!

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ ნონეშვილი  • • •   იოსებ ნონეშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ