მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 280 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

1. ძველი მცხეთა

 

ძველი მცხეთა, საქართველოს ფუძე,

მე ვარ მისი გაზაფხულის როშარი.

შევეთვისე გულით დავიფურცლე,

შრიალებენ ვარდები და შროშანი.


პირველ ქართველს აქ დაუკრავს ბარი,

მოხვევია ვენახი და ასული.

აქვე მზრდიდა გამრჯე წინაპარი,

ჟანგიანი, ხავსიანი წარსული.


მეც ავანთე მომღერალი ცეცხლი,

პაპამ პეშვით მომიტანა ღადარი,

სად გაქმრალა კერა დანაკვერცხალი,

პირველქმნილი ჩემი კვამლი სად არი?


მოიძებნეთ, არ გახრწნილა ნეშტი,

გამოცოცხლდა სხვეტიცხოვლის მირონით,

ტერფი დაგვრჩა ქვებზე ანაბეჭდი,

არმაზიდან ირმებივით ვყვიროდით.


კერა გვენთო დაბლობში და მთაში,

გრძელი ჟამი გამოვცურეთ მხარულით.

სამარეში სუნთქავს პიტიახში,

მიწით მესმის იარაღის ჟღარუნი.


ქარიშხალშიც მეც გადავრჩი ერთი,

როგორც ქვაზე გამოთლილი ყურძენი.

მცხეთა არის ჩემი დედულეთი,

არ დამჭკნარა მისი ვაზის ფურცელი.


არ დამშრალა მოჩხუბარი მტკვარი,

საქართველოს მთების ცრემლი მცირედი.

მე ვარ მისი ძველი მეგობარი,

არმაზიდან მომყვირალი ირემი.

 

2. ფიქრი სერაფიტზე

 

მცხეთის ღამე გახლართულა სუროში, 

ქვას მოედო ივერიის ჭვარტლი. 

სერაფიტი წევს გარანდულ კუბოში, 

მისი თმებით მორთულია ქართლი.


მაგონდება ნაძვის ხე და მაყვალი, 

ვაზის ტოტზე დაფრქვეული მადლი. 

ფერფლად ქმნილა სერაფიტი მაღალი, 

უდედნოდ წევს მისი ტურფა ლანდი.


ლანდი არის ანარეკლი ტანადი, 

არ დაიფშვნას, არ დაჰკარგოთ ნეშტი. 

კუბოთ ენთო სილამაზე მარადი 

და კვამლივით ირხეოდა ეშხი.


ლანდი არის უკვდავების ნუგეში, 

ქვაში ცოცხლობს უჩინარი ჩრდილი. 

სერაფიტი წევს გარანდულ კუბოში 

და წარსული შეგვინახა თბილი.


ამაოა! დაგვჩურჩულებს, ამაო! - 

თუმც გავაპე ჭვარტლიანი ღამე. 

წამოდექი, ქვაზე ქარი ქანაობს, 

მე მამღერე, ან მიმღერე რამე!


ქართლში ყოფნა აღარ არის ამაო, 

ვაზი შენებრ ეტმასნება ჭიგოს. 

ჯვარი, როგორც გადაშლილი მარაო, 

შენი თმებით გაცისკრული იყოს!


მართლა გვითხარ სიტურფეზე იგავი, 

არმაზის და ძველი მცხეთის ნერგო. 

სამარეშიც ჩვენ ლამაზი ვიყავით 

და მშვენებით უკვდავება გვერგო.


ამოხვედი, მიმიწვიე, მისუფრე, 

ჩვენამდისინ მოაღწიე ლანდით,

ამოხვედი, როგორც ცისკრის სიტურფე 

და ამოგყვა შენ არმაზის მადლი.


ვერ დაგფარა გაყინულმა სამარემ. 

შენს კუბოსთან დაჩოქილი გეტრფი. 

როცა მოვკვდე, მშვენიერო, გაბარებ: 

დამაყარე დაჟანგული ფერფლი.

 

3. საგალობელი სერაფიტისადმი

 

მშვენიერო რტოვ არმაზის!

მოვვლე მცხეთა და ქინძარი.

შენ ცხადი ხარ თუ სიზმარი,

თუ მძინარეს მოგისწარი!


ვინ გიწოდა სერაფიტი, 

სად ხარ, გვამცნე ხვაშიადი! 

ჟამი გასჭერ, გადმოფრინდი, 

სუროს კაბით აშრიალდი!


არმაზი და საფურცლია, 

შენი ეშხით მორწყე თურმე. 

კუბოდ ცეცხლი დაგიცლია, 

გულის ფერფლი დაგვიბრუნე.


რა ხმა გვქონდა, რა ფხიანი, 

მოგვითხრე და დაგვაჯერე, 

შენი სული ცხრა ფრთიანი, 

კუბოდ როგორ გააჩერე!


რა გზა შეგვხვდა, რა გრიგალი, 

რას ვგალობდით, რა ვიყავით! 

ტურფავ, შენი ნაფიქრალი 

როგორც ლუკმა, გამიყავი.


დიდი მცხეთა და არმაზი, 

ქინძარი და საფურცლია, 

შენ დაგეძებ, სილამაზევ, 

გული მღერით დამიცლია.


კუბოდ როგორ აღბეჭდილხარ, 

სული ჩემი რად დაიმშა! 

ქვაზე მწოლი სიმღერა ხარ. 

არ გაცივდე, არ დაიფშვნა!


ჩემი გული არ გათელო 

აღსდეგ, თმებით აშრიალდი! 

შენ ხარ ძველი საქართველო, 

შენ ხარ ჩემი ხვაშიადი!

 

4. სერაფიტის გამოხმობა

 

ქარიშხალმა დაგიმსხვრია დარბაზი, 

ფრთამომტყდარი დაგტიროდა არმაზი. 

იმ დროიდან სამარესთან გელოდი, 

დავიღალე, მოიგვალვა ველობი.


ეხლა შეგხვდი, მოშრიალდი კალომდი, 

კვლავ მიმღერე, რასაც ძველად ჰგალობდი, 

უხსოვარ დროს რომ ვგალობდით მე და შენ, 

ორ მდინარედ შემოსული მცხეთაში.


სამარეში გარინდულხარ ასული, 

რომ კუბოში ჩაგეფუთნა წარსული. 

შენი ხმები შენახულა ჰაერში, 

გარინდული, შესუდრული კაეშნით!


მე შევარხევ, - შენი ტკბილი ღუღუნი, 

განმეორდეს, გაარღვიოს უკუნი, 

დამიჯერე, მეწვის სულის სანათი, 

მოგიტანე ხილით სავსე კალათი.


ხილს შეახე თლილი ხელი ლაღობით, 

იჭაშნიკე ჩვენი მიწის ნაყოფი. 

წამოდექი და წარმართულ კილოზე, 

მამულისთვის, ვენახისთვის ილოცე!


სილამაზე მოგვიტანე სამარით, 

წელზე გერტყა ვაზის წნული ქამარი. 

ღვიძავს მცხეთას, გაიღვიძა ლაშქარმა, 

სძინავს არმაზს, შენზე გლოვამ დამშხამა.


ჩუქურთმა ხარ, თუ ლოცვა ხარ საწუთროს, 

ტურფა დაო, შენმა ფერფლმა გვაკურთხოს! 

სამარეა, თუ წარსულის საგულე 

დასტოვე და სილამაზე გვარგუნე!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - სიმონ ჩიქოვანი  • • •   სიმონ ჩიქოვანის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ