|
დავშორდი ქართლის გადამწვარ ველებს და იმერეთის მხარეს უცნაურს. ოქროს წვიმები მიწას ასველებს მეც ვუსმენ ოქროს წვიმების ხმაურს.
და მარტოობა დიდი გემების, როცა ღამეებს მწუხარედ ხევდა რისხვით მქუხარე საყვირის ხმები.
ისეთი ტკბილი იყო ჰაერი; მათრობდა გრძნობა უმხურვალესი ჩემთვის უცნობი და სხვანაირი.
ისევ ითხოვდა გაფრენას გული, მხოლოდ ზღა იყო ჩემი ნუგეში და მისი სივრცე გადაკარგული.
დაიმორჩილა ოცნება მაშინ, როს თვალი ნაცნობ ნაპირებს ასცდა და მზე ჩასვენდა ანთებულ ზღვაში.
გადმოვარდნილი მთებიდან ბარად, - და ზღვის სივრცეში ვიყავ გაჩრილი და მარტოობა მიმქონდა ფარად.
მხარე უცნობი, მხარე ზღაპრული; მე ეს სურვილი შემომენახა ჩემს ბავშვობიდან გულში ჩაკრული.
ნაპირი მწვანედ ამოიმართა - მე თითქოს ვიღაც შემიდგა მხრებში და გული გახდა ზღვასავით ფართე!
სახეში მცემდა და გულს სწვდებოდა, და აფხაზეთი ოქროთმიანი, როგორც სიზმარი, ჩემს წინ დგებოდა.
ყოველი ფიქრი, ყოველი სევდა... თითქოს ვიდექი მედეას ბაღთან, თითქოს ლაჟვარდი მირონს მასმევდა!
და, გათანგული სისხლით და მზითა, შინ ბრუნდებოდა ელინთა გმირი - კოლხეთის ოქრო გაჰქონდა ტვირთად!
ნიავი სურნელს ფანტავდა მძაფრად, შუქი სისხლისფრად სწვავდა სივრცეში არგონავტების გაფრენილ აფრას.
და ტარიელის შეყრა პირველი! ალბათ, აქედან ქაჯეთს გაფრინდა წერილით ზანგი გასაკვირველი,
პირბადის კიდე, - ტრფობის ნუგეში - მსუბუქი, როგორც ღრუბლების ბამბა, ამონაწები ცრემლის გუბეში.
მიწას ცახცახით არ დამხობია! ან რომელ ვაჟკაცს, რომ იყოს ლომი, გული ცრემლებით არ დალბობია!
და ამღერება ქართული მიწის! ზეციდან ოქრო გადმოღვარულა და ჩემი ტანიც ოქროში იწვის!
მე მინდა ვიყო ველად გაჭრილი! მეც სიყვარული მიბრმავებს თვალებს და სასიკვდილოდ დღეს ვარ დაჭრილი, -
მიწაზე გავჩნდი, როგორც სულდგმული, რომ ცის გუმბათი მეც თავზე მადგა, და ცეცხლი მქონდა გულში ჩადგმული! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















