|
მე იმერეთის დავშორდი ჭალებს, გამოვესალმე იმათ ბოდიშით, რომ კიდევ ერთხელ ენახა თვალებს მშვენიერება ძველი ოდიშის.
და მარტოობა დიდი გემების, როცა შუაღამეს ღრიალით ხევდა სირინოზების მწუხარე ხმები.
ისეთი ტკბილი იყო ჰაერი! მათრობდა გრძნობა უმხურვალესი, ჯერ განუცდელი და სხვანაირი.
ისე ითხოვდა გაფრენას გული, მხოლოდ ზღვა იყო ჩემი ნუგეში და მისი სივრცე გადაკარგული.
გადაიელვა ჩემ სულში მაშინ, როს თვალი ნაცნობ ნაპირებს აცდა და მზე ჩასვენდა ანთებულ ზღვაში.
აფხაზთა მხარე, მხარე ზღაპრული! მე ეს სურვილი გადამენახა თვით ბავშობიდან გულში ჩაკრული.
უცხო ქალაქი ამოიმართა, მე თითქოს ვიღაც შემიდგა მხრებში და გული გახდა ზღვასავით ფართე.
ჯერ არ ნახული ბედნიერება! რომ სხვანაირი არსებობს მთვარე და მისი ნაზი მშვენიერება.
ასეთი ღრმა და წმინდა ლაჟვარდი! მხარე, გაშლილი მწვანე ბაღებით მე შენს წინაშე მინდა დავვარდე.
თქვენი ზღვის ცისფერ ტალღების ხმაურს, რომ გითხრათ მართლა! სიცოცხლე მჯერა, როცა თქვენს მონას ვხედავ უცნაურს. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















