|
გულის ფარებით რა ლამაზი ხარ მზესუმზირის მზეო ყვავილო, რა ლამაზი ხარ, თუ შევძელით შენი დანახვა.
დასაცავო გულის ფარებით, „ბედნიერი” ვარ თუ მთლიანად ვან გოგს არ გაჰყვა
მზის და ქარვების... ეჰ, წინაპრების წყაროებო, ნაღვარღვარებო.
თუ შვძელით შენი დანახვა, რა ლამაზი ხარ, მზესუმზირის მზეო ყვავილო.
წინაპრის შავი ცრემლებია შენი თესლები, მოუბნევიათ ქიზიყში და ოქროს ყანები
მზეს უმზერენ მზესუმზირები, ფიჭა თვალებით, ჩასანთლული გულის სინებით.
მზესუმზირას მაინც ემსგავსო, გული თვალებში ამოზიდო, მზე დაინახო.
გაუსწორო მზის სხივს თვალები და იგრძნო მაინც ჩუმ-ჩუმად რომ მიიპარები...
ვინ იყავი, ახლა ვინა ხარ, საკუთარ მიწის გამყიდველი, ოქროს ყანების.
ამჩეხველი, არ დამხანები და ნებით მონა აღა-მაჰმად, ჩინგიზ ხანების!..
რა მწარე ხარ, ჩემო მამულო, ოქროს მინდვრებო, დასაცავო გულის ფარებით!.. |
















