|
აღარ გვაქვს გრძნობა, დავკარგეთ გონი, გაგვიქრა სული მამა-პაპური! ჩინი შეგვექმნა ჭკუის საწონი და ძმობის ნაცვლად - ბოროტი შური!
სისხლი უღვრია თავგანწირულსა, შვილთ გვეზიზღება დღეს, აღარ გვიყვარს და ვერ გვიხურებს გაყინულს გულსა!..
ხელს მიაწვდენდა ძმურად, საშველად, დღეს იქ ქართველი ყელში უჭერს ხელს თვის მოძმეს სულის ამოსახდელად!..
მერე მოვა და ზარით იტირებს, აასრულებს ის უკანასკნელ ვალს, ფარისევლობით მჭვრეტელს აკვირვებს!..
სხვასთან თავმხრელო, შინ ორმოს მთხრელო, ნაგავის მყრელო, შენ ჭრელო გველო! რამ შეგაძულა, სთქვი საქართველო?!
განა ეს ისეც არ შაგვიტყვია: მხოლოდ ის ჰკურნებს ქართველისა ჭირს, თუ თავის მოძმეს გულში ჰკრა ტყვია!..
გაგვიქრა სული მამა-პაპური! ჯილდო შეგვექნა ჭკუის საწონი და ძმობის ნაცვლად - შური და შური!.. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















