1620 წლის 10 სექტემბერს, შაჰაბასმა ქ. შირაზში (ირანი) აწამა კახეთის დედოფალი ქეთევანი
საქართველოს მუზეუმში ინახება ხელნაწერი ლოცვანი, ქეთევან დედოფლის ტყვეობაში ნაქონი. წიგნის ფურცლებს დღესაც ატყვია ცრემლის ლაქები და ერთგან სისხლის ნაწვეთალი.
ავტორი
|
"თვალნი ჩემნი ისე ირწყვის ცრემლთა დენა ძნელად შრება" ქეთევან დედოფალი
ღამეა. სულ წვიმს. განა ცას ამდენი უნდა ეწვიმა? გული შემიკრთო უეცრივ აჩრდილმა გადმოხვეწილმა.
ხელთ წიგნი გამოატარა, ვიცი, წიგნებში სიტკბოა, რად მწვავს ეს წიგნი პატარა?
რამ უნდა გამაბედვინოს? ზედ ცრემლის ლაქა აცხია, ვიღაცას უნდა ეტირნოს!
ან წიგნი ვისაც ჰხლებია, მისი მიმკრთალი ფურცლები სიმწარით იკურცხლებიან.
ალბათ ცრემლმა თქვა მალულმა, სამშობლოს ფიქრზე საკანში, ირანს, ტყვედ გადაჩქმალულმა.
დედოფლის ცრემლის ნაღვენთი? - თუ მოინატრა შორიდან თავისი ტკბილი კახეთი?
ალაზნის ველი ჰყვაოდა, ზედ დაიტირა სამშობლო ქცეული სასაფლაოდა...
ყოველი დაწამწამება ფიქრით იწვოდა, ვით ზიდოს მან მომავალი წამება.
გაზით უგლიჯეს ძუძუნი, ყორნებს მიუგდეს საჭმელად, ათას ხმლით გადაკუწული.
დედოფლის სახე ყოფილა. ო, რა თვალები... ქართლისთვის სიკვდილით გადაღობილან.
ის განიერი თვალები... პატარა წიგნი საუბე, ზედ ცრემლის ნაწვეთალები... |
<
| პოეზიის გვერდი • • • |
















