|
არის მრავალი გზაწვრილი; ახალბედა თუ ძველი. გზები წლებისგან წაშლილი, თვალმისაწევად ძნელი.
და მზის გამდნარი ხვავი, თუ არ გინახავს, გახდები ფერების უნახავი.
ჩვენში ყოფილა თვითონ, ჩვენშია მზის და სინათლის დაულეველი ხვითო.
უხვი სიუხვე ფერთა, თავისი ფეხით მისულა სალაპარაკოდ ღმერთთან.
სიმღერა მთებში თქმული, საქართველოში ბევრია მზე და კეთილი გული! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















