|
მუშაობა მთავარი უკვე გაწეულია: ჩვენი კოხტა მთა-ბარი ლამის დაქცეულია!
წყალში თევზი არ ცურავს... სხვას ვის გადავაბრალოთ, ჩვენ ვიშრომეთ კაცურად.
არნახული შეტევით, ცხადადა თუ მალულად, გეგმის გადამეტებით.
საქმე აწყობილია: მთები - დანგრეულია, წყლები - აღობილია.
დაშლილ-დაყოფილია... მონაგარ-მიღწეულით ხალხი კმაყოფილია!
სასახელო თარიღებს, ხოლო მიწამ საბრალომ, რა ქნას? ხმასაც არ იღებს.
უკვე გაწეულია: ჩვენი კოხტა მთა-ბარი ლამის დაქცეულია! |
















