(ვუძღვნი ქართველ ყრმათა გულის გამფურჩნელის და დედა-ენის თავგამოდებულ დარაჯის ი. გოგებაშვილის საფლავს)
|
სამშობლოვ ჩემო, მიიღე ნაღველიც ჩემი გულისა, აქაც ვართ მზიარებელნი შენი დარდის და წყლულისა.
აქ წვერი მკერდზე ტრიალებს, კავკასიონის ზვავის ხმა ჩრდილოეთს დაიგრიალებს.
ნაღველიც ჩემი გულისა, შენს მკლავზე თვალი დახუჭა შემხვევმა შენი წყლულისა.
საუნჯე სიყვარულისა, შენ შემოგწირა სინორჩე, ჭაღარაც თვისი გულისა.
თვით შენს ტანჯვას და წვალებას, კუბოს დასცქერი - ჰკითხულობ თვით შენს ტანჯვასა და ვაებას.
დასტირი შენსა იარას, ცხედარს დაჰყურებ, - დაჰყურებ შხამით აღსავსე ფიალას:
შვილებს თან მიაქვთ სიმწარე სად თავგანწირვა იციან - არა, არ კვდება ის მხარე!
დღეს დიდებულის საფლავზე, ვარდია შენი ცრემლები ტკბილ დედა-ენის კალამზე.
გმირს კიდევ გმირი მოჰყვება, ერი, ვინც მათ ზრდის უბეში, არა, აროდეს მოკვდება. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















