|
გადავშლი წიგნს და დავიწყებ კითხვას, ის იშვა ჩვენი სულის ზიარად. მე ვარ ქართველი, რომელმაც დიდხანს, შიშველი ფეხით ხმლებზე იარა.
გული ამოჰყვა მას, - დღემდე რაც ვთქვით. "ქართლის ცხოვრების" თითო სტრიქონი, იწერებოდა შუბით და შანთით.
წიგნს, - ცეცხლგამოვლილს, ნატყვიარს, ნახმლევს, ან ახალ-ახალ ჭრილობებს მმატებს, ან განკურნებულ ტკივილს მიახლებს. |
















