მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 40 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

("ვაზი ამომეძირკვოს, თუ გიღალატო“- ძველების ფიცი)

 

სურდათ ჩაექროთ თვალში ნათელი,

ტანჯვის ბეჭედი კოჟრებად მაზის.

ვისაც მოსპობა სურდა ქართველის,

უწინ ლამობდა მოსპობას ვაზის.


ხსნა და იმედი ვიყავ კახელის,

ტკბილი სიზმარი სვანის თუ ლაზის.

კაცს ვერ ნახავდი თვალებგახელილს,

რომ არ ეკითხა ამბავი ვაზის.


დარდი მეხვია გულზე,ვით ხვია,

მაგრამ ვერასდროს გამატიალეს.

საქართველოში არ უცხოვრია,

ჩემზე უკეთეს მემატიანეს.


ყოველი ხაზი ჩემი სხეულის,

საუკუნეთა არის ფურცელი.

ჩემთვის რამდენჯერ მზე დამსხვრეულა,

რამდენ ხმალსა და ალს გავუძელი.


ის ჭრილობები რამ გაამთელოს,

ვარდის ფურცელმა, იამ თუ ხვითომ.

მე ჭირნახული ვარ საქართველო

და საქართველო ვაზია თვითონ.


და თუ ქართველი კვლავ მღერის ლექსებს,

თუ ყველაფერი გადუტანია.

ეს იმიტომ, რომ ვერ ამომფესვეს,

რომ საქართველო ვაზიანია.


თუმცა წარსული მქონია მკაცრი,

ისევ შევტრფი და შევხარი იმ ცას,

რომლის ქვეშ კვლავ დგას ქართველი კაცი

და შვილთან ერთად ვაზის მზეს ჰფიცავს.


ჩემს ნაფესვარზე არ დადგა მტვერი,

კვლავ ლაღობს ჩემი მშობელი მხარე.

შენ კი, შაჰ-აბაზ, თუმც გადამჭერი,

ვერ ამომძირკვე, ვერ ამომთხარე.


რად არ იცოდი, როცა იძახდი:

- "ო, ერთი ლერწიც არ დარჩეს,არა!"

რომ საქართველო, - დიდი ვენახი,

არ იქცეოდა ნავენახარად.


მე გავუძელი სახსრების ტკივილს

და საქართველომ კვლავ იგრძნო შვება.

ის იყო ვაზით შეკრული ტივი,

რაც არასოდეს არ დაიშლება.


თავზე ხელს მისვამს, მეალერსება,

სურს ჩამიკოცნოს მიწაში ძირი.

დღეს კაცის ზრუნვით გული მევსება

და სიხარულის ცრემლებით ვტირი.


მუდამ შრიალით ვხვდები ალიონს,

სულაც არა ვარ ბედის მგმობარი.

ჩემი ნაწურით ვერვინ დალიოს,

ჩემი სამშობლოს შესანდობარი.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ