მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 38 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

- ჰე, ჰეი, მეციხოვნევ!..

- აქა ვარ, ბატონო.

- არ მოსთრევს რჯულძაღლი.

- არ მოსთრევს, ბატონო.

- ეგრემც, ეგრემც, ღმერთმა გიპატრონოს.


ბარბაცებს სასახლე, ხორხოცებს ჩარდახი,

ქეიფობს თავადი, ლხინი აქვს მხარდაღლილს.

გაისმის დარბაზში "ამინ" და "მაშალლა".

ფარეშებს დროშებად მიმოაქვთ მაშხალა.


გორავენ რუმბები და დათვის სისხლებით

ყანწი თუ ფაშვები თანაბრად ივსება.

კურატი მარილის ლოდზეა დაბმული,

ღუდღუდებს მაყალი, შიშხინებს შამფური.


და სეფექალწულებს უსამნოდ ულევი

შემოაქვთ მტევნები და ბროწეულები.

შებმია ერთმანეთს ხარშაკის ბუღივით

სპარსული კრიახი, ქართული ქუხილი.


ის ისპაჰანიდან ახლახან დაბრუნდა,

კახეთში სხვა მზე და ბორბალი დაბრუნდა.

ზიარი რძითა და ძუძუთი გაზრდილი

ხორცი ხორცთაგანი აჰკაფა ვაზივით.


ლეშით და ყორნებით მოჰფინა სოფელი,

თმებით ათრევინა შობილმა მშობელი.

ულვაშზე ტორები ღიმილით დაისვა,

ძალუა თავისი დიაცად დაისვა.


და ისპაჰანისკენ სისხლიან სახრეთი

გადენა, გარეკა, გალალა კახეთი.

ქეიფობს თავადი, ლხინი აქვს მხარდაღლილს,

ხორხოცებს, ხირხიცებს, კარკაცებს ჩარდახი.


უკვე მბრძანებელი, გვირგვინის პატრონი,

მაშრიყსაც, მაღრიბსაც მასპინძლობს ბატონი.

სასმელს არ აწყურებს, ჭამადს არ აშიებს

ყივჩაღის, ყაჩაღის, იუდას ნაშიერს.

შებმია ერთმანეთს უდაბნოს ბუღივით

სპარსული კრიახი, ქართული ქუხილი.


- ჰე, ჰეი, მეციხოვნევ!..

- აქა ვარ, ბატონო.

- არ მოსთრევს რჯულძაღლი!

- არ მოსთრევს, ბატონო,

- ეგრემც, ეგრემც, - ღმერთმა გიპატრონოს!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ