მიმდინარეობს ვებ-გვერდის რეორგანიზაცია. ამასთან, საიტის ფეისბუქ გვერდი გატეხილია. ვცდილობთ დავაჩქაროთ დაბრუნების პროცედურები. ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის.

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საათები

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 92782 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

სულ ჩემი გულის მონაწურია,

რაც დაეპწკარა ქაღალდს ლექსები,

ვუმღერ სამშობლოს, კიდევ მწყურია,

და მის სიყვარულს დავემწყემსები.


მშობელ მიწაში მიდგას ფესვები,

როგორც წყალში დგას წნორის ძირები,

სიცოცხლეს ვერსად დავესესხები,

თუ სამშობლოსგან გავიწირები!


მარადი შუქით ბრწყინვალებს იგი,

მისი ნათელი დამთოვებია,

სიცოცხლე - მისი მშვენების იქით -

ერთ ნაბიჯზედაც არ მდომებია!


აჟღერდეს მისთვის პოეტის ენა

და ტკბილი სიტყვის გამართულობა.

ვით ღონიერი ნიაღვრის დენა,

ჩემი თქმულება, ლექსქართულობა!


დამდგარა ჩემი სიმღერის ჯერი,

ეს ყვავილები მე დავაგროვე;

მე ვარ სამშობლოს ჩუქურთმის მჭრელი,

ვარ ახალ ქართლის თანამედროვე!


გულის ნათელი მე მიპოვია,

ქართლის დიდების მე ვარ მნახველი,

სამშობლო - ჩემი გულის ფეთქვაა,

სამშობლო - ჩემი ლექსის სახელი!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გიორგი ლეონიძე  • • •   გიორგი ლეონიძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები
ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

თალიზი - Aura.Ge

 

Loading...

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ