მაშ თქვენ ფიქრობთ, რომ არ ჰყოლია მტერი რუსთაველს? არ გაჰქცევია სამშობლოდან სულთამხუთავებს? და მარტოოდენ უიმედო ტრფობის ბრალია თუ ამ ქართველმა უცხოეთში სული დალია?
თეიმურაზი, არჩილ მეფე, ვახტანგ მეექვსე, საბა სულხანი გაახვია ბერის კაბაში, თავშესაფარი დაუკარგა ბესიკ გაბაშვილს,
და ბარათაშვილს ამოხადა სული შიმშილით. იქნებ ტრფიალმა ჭავჭავაძეს ესროლა ტყვია, და ან მაჩაბელს გაუწოდა ხელი სამიწე, ან იქნებ მასაც სიყვარულის სახელი ჰქვია რამაც შეშალა მთის არწივი მოჩხუბარიძე.
თვითმკვლელობაა ჩვენში დიდი საქმის დაწყება, სარკმელს გაააღებს გულამღვრეული გალაქტიონი და ქვაფენილზე შურდულივით დაენარცხება. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მიხეილ ქვლივიძის პოეზია |